თბილისი, 30 июн – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი წერეთლის კანდიდატურის წამოყენების შესახებ კამათი სირცხვილად მიაჩნია.
წერეთელი, რომელიც ასევე ეუთო-ს სა ვიცე-პრეზიდენტია, პრეზიდენტის პოსტზე თებერვილის ბოლოს „ევროპის სახალხო პარტიამ“ წამოაყენა. წერეთლის კანდიდატურას მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა. თუმცა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები გამოდიან.
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ აქ საკითხი წყდება ეუთო-ს საპარლმენტო ასამბლეის 57 ქვეყნის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს 3 ხმა. ასე რომ, რაც უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ, ვიღაცა მხარს უჭერს და ვიღაცა — არა, ეს არ არის გადამწყვეტი…„საერთოდ უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე ჩვენი შიდა კინკლაობები და პწკენები არის სირცხვილი”, — განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან.
სრულიად ბუნებრივია, რომ "ევროპის სახალხო პარტია" მხარს უჭერს გიგი წერეთელს, რადგან ამ პარტიის წევრია, ხაზი გაუსვა მან.
ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი კანდიდატია — ფრანგი დეპუტატი ალენ ნერი და „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ ავსტრიელი დეპუტატი ქრისტინ მუტონენი, რომლებიც წერეთლის მსგავსად ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტები არიან. ერთიან ნაციონალურ პარტიას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უმრავლესობა აქვს.
ახალი პრეზიდენტის არჩევა აუცილებელი გახდა ილკა კანერვას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, რომელიც ამ პოსტზე 2014 წელს აირჩიეს.
პირველად ეუთო-ს სა თბილისში 1-5 ივლისს ჩატარდება, სადაც აირჩევენ ახალ პრეზიდენტს. 57 ქვეყნიდან 500 დელეგატზე მეტი განიხილავენ გლობალური მიგრაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების საკითხებს და გამოწვევებს ადამიანთა უფლებების სფეროში.