თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გიგი წერეთელი კვლავ გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტი, იუწყება პარტიის პრეს–სამსახური ხუთშაბათს, 9 ივლისს.
„პრეზიდენტად დეპუტატი ილკა კანერვა აირჩიეს, ხოლო ერთ–ერთი ვიცე–პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი“, — ნათქვამია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის განცხადებაში.
წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 24–ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც 5–9 ივლისს ჩატარდა, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ვიცე–პრეზიდენტად 3 წლის ვადით.