საქართველოს მთავრობამ „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცა

© photo: Sputnik / STRINGERკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრატეგია გულისხმობს საქართველოს კულტურის სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაწყვეტას. სტრატეგიის განხორციელებაზე მონიტორინგს საზოგადოება განახორციელებს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“. 

დოკუმენტი 2014 წლიდან მუშავდებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით. 

პროცესში ჩართული იყო ფართო საზოგადოება. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებთან 53 შეხვედრა გაიმართა. (30 თბილისში და 23 რეგიონებში), რომელშიც მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შეხვედრების პარალელურად მიმდინარეობდა კონსულტაციები და ხდებოდა რეკომენდაციების გაცვლა.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოში კულტურულ ღონისძიებებს სპეციალური საბჭო დაგეგმავს
 

როგორც უწყებაში აღნიშნეს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს,რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.

კულტურის სტრატეგია 2025", გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ქვეყნისათვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანია.

სტრატეგიის მონიტორინგს საზოგადოება განახორციელებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0