დარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს

© FB/ Министерство регионального развития и инфраструктуры Грузииმდინარე თერგი კალაპოტში დააბრუნეს
მდინარე თერგი კალაპოტში დააბრუნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო მოძრაობა ორი კვირის შემდეგ უნდა აღდგეს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. შესაბამისი სამსახურების მხრიდან გაწეული ინტენსიური სამუშაოების შედეგად მდინარე თერგი კალაპოტს დაუბრუნდა.

კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. წინასწარი მონაცემებით. გზის აღდგენით სამუშაოებს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

ნოდარ ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი: სამხედრო გზა ორი კვირის შემდეგ გაიხსნება

„დარიალის ხეობაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მდინარე თერგი კაპალოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. მობილიზებულია 40-მდე ერთეული ტექნიკა”, — აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მანამდე რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ გზის აღდგენა მხოლოდ მდინარეების თერგისა და დევდორაკის კალაპოტებში დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გზა დროებით გაიხსნება, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილებებია მისაღები.

ყველა ახალი ამბავი
0