შვეიცარია საქართველოში ტურისტულ პოტენციალს ხედავს

CC0 / Pixabay / შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვეიცარიის ხელისუფლება მზადაა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, პირველ რიგში, ღვინის ტურიზმის განვითარებაში დაეხმაროს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მთები, რომლებიც ზამთრის სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, ზღვის სანაპირო, ლანდშაფტებისა და კულტურათა მრავალფეროვნება საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მანიშნებელია, მიიჩნევს შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ იაკობმა.

გუშინ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, შვეიცარიას ესტუმრა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოტენციალი წარუდგინა.

ღვინო და ყურძენი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: მეღვინეობა და მევენახეობა ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველია

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს, ტურიზმის კუთხით, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და არსებობს მიმართულებები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია”, — განაცხადა იაკობმა.

როგორც მან აღნიშნა, შვეიცარიის მხარე საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადაა.

„შევთანხმდით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღვინის ტურიზმის დარგში ვითანამშრომლებთ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში, სექტემბერში დაგეგმილია კონფერენცია, ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების მომავალ შესაძლებლობას“, — განაცხადა იაკობმა.

ღვინის ტურიზმის საკითხებზე გლობალური კონფერენცია — გაეროსთან არსებული მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება.

კონფერენციას 2016 წლის 7-9 სექტემბერს კახეთი უმასპინძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0