სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე სვატიკოვის ფოტოგამოფენა გაიმართება თბილისზე

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანკტ-პეტერბურგი
სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანკტ-პეტერბურგში საქართველოსადმი მიძღვნილი ბევრი მხატვრული პროექტი განხორციელდა.

თბილისი, 30 ივნისი —  Sputnik. სანკტ-პეტერბურგში, ანა ახმატოვას მუზეუმში,  პარასკევს თბილისელი ფოტოგრაფისა და ჟურნალ "Русский клуб"-ის მთავარი რედაქტორის ალექსანდრ სვატიკოვის სადებიუტო პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

როგორც Sputnik-ს ექსპოზიციის ავტორმა უთხრამუზეუმში 30-ზე მეტი ფოტო იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ბოლო 10 წელიწადში შეიქმნა. ეს არის საქარტ ველოს დედაქალაქის პეიზაჟები, თბილისის ქუჩები, ჟანრული სცენები და პორტრეტები. 

გამოფენის სახელწოდებაა — „გასეირნება თბილისში: ფოტომოგზაურობა ალექსანდრე სვატიკოვთან. 

ნახტომი მარადისობაში - თბილისში მარის ლიეპასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა - Sputnik საქართველო
"ნახტომი მარადისობაში" - თბილისში მარის ლიეპასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

სანკტ-პეტერბურგში ფოტოგამოფენის მოწყობა საქართველოზე — სრულიად ბუნებრივია, რადან რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ყოველთვი იყო ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოსა და მისი დედაქალაქის თბილისისადმი. 

„ბოლო წლებში პიტერში საქართველოსადმი მიძღვნილი ძალიან ბევრი ღონისძიება იყო, ბევრი მხატვრული და ლიტერატურული პროექტი. ეს იყო შოთა რუსთააველის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა, ბორის პასტერნაკისა და ტიციან ტაბიძის ხსოვნა, სამეცნირეო კონფერენცია, რომელიც მოსკოვში დაიწყო და სანკტ-პეტერბურგში ასრულდა. ასე რომ ყველა ეს კავშირი პიტერში საკმაოდ ცოცხალია. იქ მუდმივად ახსოვთ, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა — საქართველო. ამასთან მე იმ ქალაქში ბევრი მეგობარი მყავს“, — თქვა სვატიკოვმა. 

ალექსანდრე სვატიკოვის ფოტონამუშევრების გამოფენა სანკტ-პეტერბურგში ერთი თვე გასტანს. 


ყველა ახალი ამბავი
0