თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება, როდის ჩატარდება საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილის დაწვის ფაქტის გამოძიება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.
მანქანა, რომელიც გერმანიაში ქართულ დიპმისიას ეკუთვნოდა, გასულ ღამეს ბერლინში დაიწვა. პოლიცია დაწვის ვერსიას ამოწმებს, რადგან სხვა ახლოს მდგომი მანქანები არ დამწვარან.
„მიზეზები გამოსაძიებელია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ხანებში სამწუხაროდ, ეს ბერლინში პირველი შემთხვევა არ არის, როგორც ჩანს, იქ რადიკალური დაჯგუფებები მოქმედებენ და ასეთი ტიპის ვანდალურ აქტებს ახორციელებენ,“- განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი სიტყვებით, დაწვის შედეგად არავინ არ დაშავებულა, რადგან ინციდენტი ღამით ავტოსადგომზე მოხდა.
ქართული საელჩოს მანქანის გარდა, ოთხშაბათს ღამით ბერლინში საფრანგეთის საელჩოს მანქანაც დაიწვა. პოლიცია არკვევს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ორ შემთხვევას შორის.