ბერლინში საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვა რაიონში ასევე დაიწვა ავტომობილი Renault, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ეკუთვნოდა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბერლინში წუხელ გერმანიაში საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა. პოლიცია განზრახ დაწვის ვერსიას ამოწმებს.

თბილისის დროით დაახლოებით 04:35 საათზე საგანგებო სამსახურის ტელეფონზე შემთხვევით გამვლელმა დარეკა და განაცხადა, რომ გარგენშტრასეს ქუჩაზე Mercedes Benz Vito-ს მარკის ავტომობილი იწვოდა. ავტომობილი დიმპლომატიური ნომრებით საქართველოს საელჩოს ეკუთვნის. მანქანა ძლიერ დაიწვა, სხვა ავტომანქანები არ დაშავებულა, იუწყება დედაქალაქის პოლიციის პრეს-სამსახური.

მეორე ავტომობილს — Renault-ს, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ეკუთვნოდა, პირველი შემთხვევიდან ნახევარ საათში შენებერგის რაიონში გაუჩნდა ცეცხლი. მეხანძრეებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაზიანდა ასევე ახლოს მდგარი Mercedes-ის მარკის ავტომობილი.

პოლიცია არკვევს, არის თუ არა ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი.

დამნაშავეებს ეძებენ, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0