მამრაძე: მცენარეული წამლების კომპანიებისთვის საქართველოში საუკეთესო პირობებია

გამოწერა
თუ გერმანიიდან ინვესტიციების დიდი ნაკადი წამოვა, მაშინ საქართველოსთვის გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერა რეალურად თვალსაჩინო ბევრ საკითხში გახდება, მიაჩნია მამრაძეს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის გერმანიის საქმიან წრეებთან ურთიერთობების გაღრმავება ყველაზე მნიშვნელოვანია, თვლის „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.

„გერმანია დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა ევროპაში და ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის საქმიან წრეებთან ურთიერთობა. თუ გერმანიიდან ინვესტიციების დიდი ნაკადი წამოვა, მაშინ საქართველოსთვის გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერა რეალურად თვალსაჩინო ბევრ საკითხში გახდება“, — მიაჩნია მამრაძეს.

2015 წელს საქართველოში გერმანიიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 5 944,9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წელს კი  ეს მაჩვენებელი 3 992,9 ათასი დოლარი იყო.

პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს უფრო მეტი გერმანული ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია, რადგან გერმანელებმა კარგად იციან, როგორი ჰავაა საქართველოში და სოფლის მეურნეობას როგორი პოტენციალი აქვს.

ბერლინი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში მიემგზავრება

„ჩვენთან საუკეთესო პირობებია ისეთი ფარმაცევტული კომპანიების შესაქმნელადაც, რომლებიც წამლებს მცენარეებისგან ამზადებენ“, — აღნიშნა მამრაძემ.

პეტრე მამრაძის აზრით, გერმანული ბიზნეს-წრეების მოსაზიდად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის პასუხისმგებლობით აღსავსე და პროგნოზირებადი მთავრობაა, რომელიც კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს გერმანიაში, ექსპერტი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი მათზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 29 ივნისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.  
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვდრები გერმანიის პრეზიდენტთან და კანცლერთან. მარგველაშვილი ასევე სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში და სტუმრების კითხვებს უპასუხებს.

ყველა ახალი ამბავი
0