საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში მიემგზავრება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაური შეხვედრებს გამართავს გერმანიის პირველ პირებთან, მათ შორის - ანგელა მერკელთან.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 29 ივნისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა, აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს იოახიმ გაუკს, რის შემდეგაც სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდება

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს. დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრები გერმანიის პარლამენტის ორივე პალატაში.

მარგველაშვილი ასევე სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში და სტუმრების კითხვებს უპასუხებს.

ოფიციალური ვიზიტი 30 ივნისს დასრულდება.

სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა. გარდა ამისა, 2017 წელს საქართველოში გერმანული მოსახლეობის ორასი წლისთავი აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0