აჭარაში სტიქიამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა

© photo: courtesy of Archil Khabadzeწყალდიდობა აჭარაში
წყალდიდობა აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ორ მაღალმთიან რაიონში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა, დაინგრა ხიდები და დაზიანდა გზები.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აჭარის მაღალმთიან შუახევის რაიონში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა, რადგან მდინარე ქვაფთი ადიდდა და ხიდი მოანგრია.

მდინარეში წყლის დონემ სამსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად აიწია. ის ნაპირებიდან გადმოვიდა, დატბორა საცხოვრებელი სახლები და დააზიანა გზები, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

წყალდიდობამ დააზარალა და გარესამყაროს მოწყვიტა სოფლები წაბლანა, სამოლეთი, მოფრინეთი და ლაკლაკეთი.

წყალდიდობა - Sputnik საქართველო
ყვარლის რაიონში ათობით სახლია დატბორილი

„აქ სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ზარალი დიდია. ადგილზე უკვე მუშაობენ გეოლოგები და სხვა შესაბამისი სამსახურები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. საბოლოო მონაცემები რამდენიმე დღეში გვექნება და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ანაზღაურებისა და კომპენსაციის შესახებ“, — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

ღამით გარესამყაროს მოწყდა ასევე ქედის რაიონის სოფელი ოქტომბერი. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე აკავრეთამ ხიდი დაანგრია. მაშველებმა მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებზე დროულად გადაიყვანეს.

ამ დროისთვის წყლის დონემ მდინარეებში დაიწია და მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ოჯახები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.

ქედაში დაზიანებულია წყალსადენი.

შუახევისა და ქედის რაიონებში დაახლოებით ათი ხიდი დაინგრა, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ბოლო მონაცემებით, შუახევში ელექტროენერგიის გარეშე 180 აბონენტია დარჩენილი, ხოლო ქედაში — 170.

ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, გზის აღდგენა მიმდინარეობს, ითვლიან ზარალს.

ყველა ახალი ამბავი
0