ყვარლის რაიონში ათობით სახლია დატბორილი

გამოწერა
ადგილობრივების თქმით, სტიქია გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა გამოიწვია. ისინი დახმარებას ითხოვენ.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ათობით სახლი დაიტბორა მას შემდეგ, რაც მდინარე ფატმასური ნაპირებიდან გადმოვიდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

მდინარე ფატმასურის ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია, რის გამოც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, სტიქია გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა გამოიწვია. ისინი დახმარებას ითხოვენ.

„წვიმა დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო და ძალიან მალე დატბორა გარშემო ყველაფერი. წყალი სახლებშიც შემოგვივარდა“, — ამბობს გავაზელი ეკა ვარაზიშვილი.

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, რომლებიც მოსახლეობას სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან. 

სპეციალური კომისია ვითარებას სწავლობს და სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. 


ყველა ახალი ამბავი
0