თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა კერძო კომპანიისგან ქრთამის სახით 20 ათასი აშშ დოლარი აიღო.
გარიგების მიზანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის ლიცენზიის დამზადება იყო, აღნიშნეს სააგენტოში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება“, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.