პრემიერი: საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება კორუფციისგან თავისუფალი იქნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბარათაშვილის ხიდი
ბარათაშვილის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედებაში, რომელიც კორუფციისგან თავისუფალი იქნება, ქვეყანას უცხოელი სპეციალისტები დაეხმარებიან.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების დაწესება მნიშვნელოვანია.

ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება საქართველოში 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტმა კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ შესაბამისი ცვლილებები 2015 წლის თებერვალში მიიღო.

მწეველი გოგონა - Sputnik საქართველო
ონკოლოგები ხელისუფლებას თამბაქოს პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ

„ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და, რაც მთავარია, ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენი ბავშვები ავადდებიან და ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის”, — განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

ახალი კანონის თანახმად, სავალდებულო პერიოდულ ტექდათვალიერებას დაექვემდებარება ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ექსპლუატაციაში მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა და ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესებით არის რეგისტრირებული.

ამჟამად ტექდათვალიერება სავალდებულოა სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა ტვირთამწეობა 3,5 ტონაზე მეტია, და მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომანქანებისთვის, რომელთა ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, რვას აჭარბებს.

მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერება ჯერჯერობით ნებაყოფლობითია.

ყველა ახალი ამბავი
0