ერდოღანი: მსოფლიო ტერორიზმს მტკიცედ უნდა ებრძოლოს

© AP Photo / Kayhan Ozerრეჯეფ თაიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, პირველადი მონაცემები მეტყველებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის უკან რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სტამბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელმაც, სულ მცირე, 36 ადამიანი იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა მსოფლიო თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლისკენ მოუწოდა.

„სასტიკად ვგმობ ტერაქტს სტამბულში. ეს შეტევა, რომელიც რამადანის წმინდა თვეში მოხდა, ცხადყოფს, რომ ტერორისტებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, მათ შორის, არც რელიგია. ველოდებით, რომ მთელი მსოფლიო, პირველ რიგში, დასავლეთის ქვეყნები აჩვენებენ მტკიცე პოზიციას ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ. თურქეთი გააგრძელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ მიუხედავად იმ ფასისა, რომელსაც ის ამისთვის იხდის“, — აღნიშნულია ერდოღანის წერილობით განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი პირები თურქეთის აეროპორტში აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტერორისტებისთვის საზღვარი სტამბულსა და ლონდონს, ანკარასა და ბერლინს, იზმირსა და ჩიკაგოს შორის არ არსებობს. „თუ მთელი მსოფლიო მტკიცედ არ მოვიგერიებთ ტერორისტებს, ისინი თავის ყველაზე საშინელ გეგმებს განახორციელებენ. ვიმედოვნებ, რომ ტერაქტი სტამბულში ტერორიზმთან საერთო, მსოფლიოს ყველა, განსაკუთრებით, დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობით ბრძოლაში გარდამტეხი წერტილი გახდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

სტამბულის აეროპორტში აფეთქებები აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა. წინასწარი მონაცემებით, ტერაქტი სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ყველა ახალი ამბავი
0