სტამბულის აეროპორტში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

© REUTERS / Osman Orsalპოლიცია სტამბოლში
პოლიცია სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აეროპორტზე განხორციელებული შეტევის დროს იქ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა არც ერთი არ დაზარალებულა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სასწრაფო დახმარების მანქანები სტამბოლის აეროპორტში - Sputnik საქართველო
სტამბულის აეროპორტში აფეთქებებს 36 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. საქართველოს გენერალურ საკონსულოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00, ნათქვამია უწყების ცნობაში. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აფეთქების დროს აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომელთაც მოგვიანებით გენერალური კონსული შეხვდა. ისინი სასტუმროებში გადაანაწილეს. 

აფეთქებებს, რომლებიც სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში 28 ივნისს, 22:15 საათზე მოხდა, 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ 147 დაიჭრა. 

ყველა ახალი ამბავი
0