სტამბულის აეროპორტში აფეთქებებს 36 ადამიანი ემსხვერპლა

© REUTERS / Osman Orsalსასწრაფო დახმარების მანქანები სტამბოლის აეროპორტში
სასწრაფო დახმარების მანქანები სტამბოლის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, სტამბულში მომხდარი აფეთქებების უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სტამბულის აეროპორტზე განხორციელებული შეტევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა, იუწყება გამოცემა Sabah Daily თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმზე დაყრდნობით. 

პრემიერის თქმით, პირველადი მონაცემები იმაზე მიანიშნებს, რომ აეროპორტში მომხდარი ტერაქტის მიღმა რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას. 

„ყველა პირველადი მონაცემი იმაზე მიანიშნებს, რომ დაიში (ისლამური სახელმწიფოს არაბული აბრევიატურა) დგას (აეროპორტზე) შეტევის უკან, გამოძიება გრძელდება“, — ციტირებს გამოცემა პრემიერის სიტყვებს. 

თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სტამბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 147 ადამიანი დაშავდა. 

სამშაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე სამი აფეთქება გაისმა სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელში და მანქანების ავტოსადგომზე.

ყველა ახალი ამბავი
0