20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სტამბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად

© photo: Sputnik / Sergey Stroitelev / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებები ასევე 40 დაშავებულზე იუწყებიან.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ტერორისტების ჩადენილია, განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ორი აფეთქება მოხდა. თვითმხილველები ყვებიან აფეთქების შემდეგ ატეხილ სროლაზეც, რომელიც აეროპორტის ავტოსადგომიდან ისმოდა. ყველა რეისი გადადებულია. თვითმფრინავები მზად არიან გაფრენისთვის, თუმცა მათ არ აძლევენ აფრენის უფლებას. ადგილობრივი არხის კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ შემჩნეული იყო 4 ადამიანი, რომლებიც ტერმინალიდან გარბოდნენ. 

„ერთმა ტერორისტმა თავდაპირველად კალაშნიკოვის ავტომატიდან ატეხა სროლა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 10 ადამიანი“, — თქვა ბოზდაღმა. 

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი იილდირმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ეფქან ალასთან მოითათბირა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ტერაქტი იყო. 

ყველა ახალი ამბავი
0