თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ვარაუდობენ, რომ 18 სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნებში დამკვირვებლის სახით 63–65 ქვეყნის წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. დამკვირვებლების ინტერესი, გასულ წელთან შედარებით, უფრო მაღალი იქნება, განაცხადა ცესკოს წევრმა ვასილი ლიხაჩევმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„თუ გასულ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რიცხვი 688 ადამიანი იყო, ისინი წარმოადგენდნენ 53 სახელმწიფოსა და 31 საერთაშორისო ორგანიზაციას, დღეს ჩვენი პროგნოზებით, საერთაშორისო დამკვირვებლების რიცხვი ამ რაოდენობას გადააჭარბებს. ვვარაუდობთ, რომ სადღაც 63–65 სახელმწიფო საერთაშორისო დამკვირვებლის, ექსპერტის სახით მიიღებს მონაწილეობას ამ საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ლიხაჩევმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სახელმწიფო სათათბიროში არჩევნებისადმი ინტერესი თავისი დინამიკით, ინტენსიურობით, ჭარბობს იმ მაჩვენებლებს, რომლებიც 2011 წლის არჩევნებზე აღინიშნა.