თბილისი. 28 ივნისი — Sputnik. 23 ივნისს ღვარცოფით დანგრეულ საქართველოს სამხედრო გზაზე უკვე 200 სატვირთო და ათეულობით მსუბუქი ავტომობილი მოგროვდა. იქ სასიცოცხლო უზრუნველყოფის დამატებითი პუნქტები იხსნება, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოოსეთის განყოფილება.
დევდორაკის ხეობაში ავტომაგისტრალზე მცხეთა-სთეფანწმინდა-ლარსი 23 ივნისს ღვარცოფი ჩამოწვა. მოძრაობა გადაიკეტა. იუწყებოდნენ, რომ გზის რემონტი 20 დღეს გაგრძელდება. 25 ივნისის მონაცემებით, გზის გახსნას 160 სატვირთო ელოდებოდა.
„საქართველოს სამხედრო გზაზე სასიცოცხლო უზრუნველყოფის დამატებითი პუნქტები იხსნება. ამჟამად იქ 200 სატვირთო, 40 მსუბუქი ავტომობილი მოგროვდა, სულ 255 ადამიანი“,-ნათქვამია განცხადებაში.
სამშაბათს ჩრდილო ოსეთში „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ-კავკასიის ცენტრის ოპერატიული ჯგუფი ნიკოლაი ლიტიუკის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა, რომელიც მოქალაქეებს შეხვდა და აუხსნა, რა ზომები მიიღება სიტუაციის ნორმალიზებისათვის. უწყების მონაცემებით, ადგილზე უწყების ფსიქოლოგები მუშაობენ, სამედიცინო კატასტროფის ცენტრის და საგზაო უსაფრთხოების მობილური პოსტები განლაგდა. ვლადიკავკაზის ადმინისტრაციამ ცხელი საკვები და სასმელი უზრუნველყო.
„აერომობილური ჯგუფის ძალებით სასიცოცხლო უზრუნველყოფის დამატებითი პუნქტები იხსნება, რომელთა შემადგენლობაშია საკვების მიღების კარვები, საძილე ადგილებით მოწყობილი დასვენების კარვები, მოქალაქეთა მიღების პუნქტი, პსიქო-სამედიცინო დახმარების პუნქტი, დამონტაჟდება დამატებითი ბიოტუალეტები და დასაბანი ადგილები. ასევე გაიხსნება უცხოეთის მოქალაქეებთან სპეციალისტების სამუშაო პუნქტი“,- ნათქვამია განცხადებაში.