თბილისი, 28 მარტი — Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს სამხედრო გზა სატვირთო ავტომობილებისათვის ჩაიკეტა, ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოს ვებ-გვერდი იუწყება. ვლადიკავკაზისა და თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, წლის დასაწყისიდან არა ერთხელ ჩაიკტა.
„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების, საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების შეუძლებლობის და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების შესაბამისად, აიკრძალა მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ვლადიკავკაზიდან დასახლებული პუნქტის ლარსის მიმართულებით 27 მარტის 23:30 საათიდან, განსაკუთრებულ განკარგულებამდე, — ნათქვამია შეტყობინებაში.