თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობის გადაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების გამო, შეუძლებელია ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციით, 2016 წლის 20 მარტის 02:00 საათიდან აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქ ვლადიკავკაზიდან საქართველოს მიმართულებით“, — ნათქვამია საგანგებო სამსახურის განცხადებაში.