ახალწვეულები შეიარაღებულ ძალებში ვარშავის სამიტამდე არ იმსახურებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა განაცხადა, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების არანაირი საჭიროება არ არის. სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხი უწყებათაშორის დონეზე უნდა გადაწყდეს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურის გაუქმების თაობაზე, ნატოს ვარშავის სამიტამდე ძალაში რჩება, განაცხადა ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იმსახურებენ. საუბარი სხვა ძალოვან სტრუქტურებში სავალდებულო გაწვევაზე არ არის.

„ამ საკითხის მოსწრება ვარშავის სამიტამდე, ჩემი აზრით, არანაირ კრიტიკულ მნიშვნელობას არ ატარებს. ვფიქრობ, დამშვიდებულ რეჟიმში არის გასავლელი ეს გადაწყვეტილება და არანაირი სიჩქარე საჭირო არ არის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი კომენტარები მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

ქართული ჯარი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი: ახალწვეულებს დანიშნულებისამებრ არ იყენებენ

ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად უწყებათაშორისი მუშაობაა საჭირო და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილება, აღნიშნა მან.

„ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე», — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმართულება, რომლის თანახმად, საქართველოში, შემდგომი იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, საყოველთაო გაწვევა უნდა გაუქმდეს, სააკაშვილის დროს იყო მიღებული, თუმცა, მსგავს მრავალგანზომილებიან საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება.

„ამ საკითხისგან დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არ არის და ვფიქრობ, ის სამუშაო რეჟიმშია გადასატანი“, — დაასკვნა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0