თბილისში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

© FB/ Александр Джеджелаваტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის მონაწილეები ექსპერტთა ერთიანი რეგიონული პლატფორმის შექმნას გეგმავენ. ექსპერტები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში კვლევით პროექტებს შეაფასებენ.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ეძღვნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული პლატფორმის შექმნაზეა მიმართული.

კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, მონაწილეობენ სპეციალისტები უკრაინიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკოსისტემის ინოვაციურ პროექტზე 40 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

„განვითარებადი ქვეყნებისთვის ინვესტიციები მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ძალზე მნიშვნელოვანია… ეს პლატფორმა განკუთვნილია, რომ ობიექტურად შეფასდეს (პროექტები) არა მარტო დაფინანსებამდე, არამედ ფაქტობრივი სამუშაოს შესრულების შემდეგაც“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამეცნიერო — კვლევითი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა საერთო რეგიონული პლატფორმის მომზადებისა და ფუნქციონირების საკითხებს.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0