Oxfam-მა გამოარკვია, რით იკვებება საქართველოს მოსახლეობა

© photo: Sputnik / Onanov / გადასვლა მედიაბანკშიქართული კერძები
ქართული კერძები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხილისა და ხორცის ყიდვის საშუალება გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ს აქვს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში გამოკითხული 1000 ოჯახიდან 50%-ს, ფინანსური პრობლემების გამო, პროდუქტების შეძენის პრობლემები აქვს, აღნიშნულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის გამოკვლევაში.

გარდა ამისა, ხნიერი ადამიანების მხოლოდ 24%-ს შეუძლია რძის პროდუქტების ყიდვა, ხოლო ქალების 50%-ს, რეკომენდებული 10 დასახელების პროდუქტიდან, მხოლოდ ოთხის შეძენა შეუძლია.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 61%-ისთვის დეფიციტურია თევზი და ხორცი, 45%-ისთვის — ხილ-ბოსტნეული, ხოლო 21%-ისთვის — რძის პროდუქტები. ხილისა და ხორცის ყიდვის საშუალება მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებს  — ანუ გამოკითხულთა 34%-ს აქვს.

თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
სოხაძე: „საქართველოს მცხოვრებლები სურსათის ხარისხის გაკონტროლებაში გვეხმარებიან"

ამასთან, გამოკითხული ოჯახების 14% საკვების საყიდლად ფულს სისტემატურად სესხულობს.

კვლევის თანახმად, მოზარდების (10-დან 17 წლამდე) 50% რკინით, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს არ იღებს, მაგრამ ხშირად ჭამს ტკბილეულს და სვამს გაზიან სასმელებს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ქართულ ოჯახებში ყველაზე ხშირად ამზადებენ შემწვარ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალს. აღსანიშნავია, რომ ხორციანი კერძები შედარებით იშვიათად მზადდება.

კვლევა 2015 წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

Oxfam — საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ცდილობს. ორგანიზაცია 1942 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. Oxfam საქართველოში 40 კოოპერატივის შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0