ირლანდიელი კასტინგ-აგენტი საქართველოში ტალანტებს ეძებს

© photo: courtesy of Georgian State Pantomime Theaterმიმი პანტომიმის თეატრში
მიმი პანტომიმის თეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუქი ქართველ მსახიობებს საერთაშორისო არენაზე მოხვედრის გზებს ასწავლის.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ცნობილი ირლანდიელი კასტინგ-აგენტი რიჩარდ ქუქი (Richard Cook), რომელსაც ირლანდიელ ტალანტების მენეჯერს უწოდებენ, ქართველი მსახიობებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს.

ქუქის შესახებ ამბობენ, რომ მას ეკუთვნის საიდუმლო ცოდნა — როგორ მოვხვდეთ ჰოლივუდში.

„უნიკალური შანსი მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის და პროდუსერებისთვის, გაეცნოს გზებს საერთაშორისო კინო სამყაროში თავის დასამკვიდრებლად და რაც მთავარია, პირადად გაიცნოს რიჩარდ ქუქი, ცნობილი კასტინგების მენეჯერი, რომელიც საქართველოში ახალი ტალანტების აღმოსაჩენად ჩამოდის!“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თუშეთი - Sputnik საქართველო
საქართველო შეიძლება ჰოლივუდის ობიექტივში მოხვდეს

რიჩარდ ქუქი კასტინგის კომპანია „LISA RICHARDS AGENCY“-ის დამფუძნებელია, რომელიც 1989 წელს ჩამოყალიბდა და ის მსახიობების, რეჟისორების და პროდუსერების მოძიებით არის დაკავებული. „LISA RICHARDS AGENCY“ კომპანია წარმოადგენს უამრავი ცნობილი მსახიობის სახეს, მათ შორის არიან: პირს ბროსნანი, სილიან მერფი, ემი რაიანი და სხვა.

თბილისში ქუქი მასტერ-კლასს ქართველი კინოს და თეატრის მსახიობებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის 29 ივნისს, 5 სთ-ზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩაატარებს.

მასტერ-კლასის დროს საუბარი შეეხება უცხოელ რეჟისორებთან, ოპერატორებთან, კასტინგ მენეჯერებთან და აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარებას, უცხოურ კასტინგებზე მოხვედრის გზებს და სხვა.
რიჩარდ ქუქის მასტერ-კლასის ორგანიზატორია Tbilisi Academy Of Film Workshops. სემინარზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0