თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. რუსეთის პრემიერ–მინისტრი დმიტრი მედვედევი დათანხმდა, 2016 წლის სათათბიროს არჩევნებში „ედინაია როსიას“ სიის სათავეში ჩადგეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ფედერალურ სიას 680–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგია – ერთი. გთხოვთ, დაამტკიცოთ ეს შედეგები, ოქმი თქვენ წინაა“, – განაცხადა „ეედინაია როსიას“ დამთვლლელი კომისიის თავმჯდომარე ვალერი რიაზანსკიმ ფარული კენჭისყრის შედეგების მიზედვით.
„პატივცემულო კოლეგებო, ვინც მხარს უჭერს კენჭისყრის შედეგების დამტკიცებას… გადაწყვეტილება მიღებულია“, – შეაჯამა მედვედევმა.
„ედინაია როსიას“ ფედერალურ სიაში რიგი ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე შევიდა, მათ შორის, ყირიმის პროკურორი ნატალია პოკლონსკაია, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და სხვა.
პარტიის ყრილობაზე ასევე დაამტკიცეს კანდიდატების რეგიონული სიები, რომლებიც, პარტიის მხარდაჭერით, არჩევნებში მიიღებენ მონაწილებას.
მედვედევის განცხადებით, ის, როგორც თავმჯდომარე, პარტიის წინაშე მხოლოდ ერთ ამოცანას – გამარჯვებას – აყენებს.
„ედინაია როსია“ მზადაა ქვეყნისთვის პასუხისმგებლობა აიღოს. გესმოდეს თითოეულის ხმა – ეს ჩვენი საერთო ამოცანა, ჩვენი მოვალეობაა; ჩვენი სამუშაოა, ვიმოქმედოთ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია – დავიცვათ რუსეთის მომავალი. ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
არჩევნები სახელმწიფო სათათბიროში 18 სექტემბერს გაიმართება.