საქართველოს პირველი პირები არ ეთანხმებიან თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას

© photo: Sputnik / Katerina Sovdagari / გადასვლა მედიაბანკშიდროშა
დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თვლიან, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ მთავრობისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა განხილულიყო

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ გადაწყვეტილება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ უნდა მიღებულიყო კომპლექსური მსჯელობის შემდგომ, განაცხადა მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ორშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ თავიანთი სურვილით იმსახურებენ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში, ხიდაშელმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასაუქმებლად, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება 2017 წელს იგეგმებოდა. 

„პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების საკითხი მთავრობის სხდომის ფორმატშია განსახილველი. პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უშიშროების საბჭომაც უნდა განიხილოს“, — თოქმაჯიშვილის სიტყვებს ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“. 

თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
სესიაშვილი: ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახური პრემიერთან შეუთანხმებლად გააუქმა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას. 

„მე მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს ერთი თანამდებობის პირის მიერ, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია ისინი და ვეთანხმები მე მათ თუ არა. ეს გადაწყვეტილებები კოლეგიალურად უნდა იქნეს განხილული როგორც მთავრობის სხდომაზე ისე უშიშროების საბჭოზე.  მე არ ვსაუბრობ გადაწყვეტილების სისწორეზე, მე ვსაუბრობ ფორმაზე“, — თქვა მარგველაშვილმა. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ არ იყო თავდაცვის მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილების საქმის კურსში და რომ მზად არის კონსულტაციებისათვის ამ საკითხზე. 

ამ დროს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს შეუძლია თავდაცვის მინისტრის ამ ბრძანების გაუქმება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მზადება - Sputnik საქართველო
მინისტრი: ქართული ჯარი მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს

დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. 

სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ ქვეყნის მოქალაქეს 18-დან 27 წლამდე.  წვევამდელებს თავდაცვის სამინისტროს გარდა ანაწილებენ სხვა უწყებებშიც — შინაგან საქმეთა სამინისტროში, უშიშროების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა — 12 თვეა. გაწვევა საქართველოში წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხორციელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0