სესიაშვილი: ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახური პრემიერთან შეუთანხმებლად გააუქმა

© Пресс-Служба МО РАთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან არ შეუთანხმებია, განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

ხიდაშელმა ორშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იმსახურებენ. მიმდინარე წლის აპრილში თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ მზადაა სავალდებულო გაწვევა გააუქმოს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება 2017 წელს იგეგმებოდა.

„შეიძლება მან თანამდებობა დატოვოს ორი კვირის შემდეგ. მიდგომა ისეთი, რომ თუ მომავალ მინისტრს ეს არ მოეწონება, შეცვალოს, ეს არასერიოზულია, მით უმეტეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის თავდაცვაზე, რომელიც საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელია“, — განაცხადა სესიაშვილმა.

ახალწვეულები ფიცს დებენ - Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ისინი, მთლიანობაში, მიესალმებიან, თუმცა, მინისტრის გადაწყვეტილებას პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებენ.

„ეს გადაწყვეტილება პრობლემას არ წყვეტს. ახალწვეულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მაინც გაიწვევს… აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა“, — განაცხადა დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამჟამად სამხედრო სამსახური საქართველოში ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა საქართველოში 12 თვეა. გაწვევა წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0