თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში ამნისტიის შედეგად გათავისუფლდებიან 65 წელს ზევით ასაკის ქალი და 70-ს ზევით ასაკის მამაკაცი პატიმრები.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით დაამტკიცა შესაბამისი კანონი „ამნისტიის შესახებ“.
მას შემდეგ, რაც კანონს ხელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოაწერს და გამოქვეყნდება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, გათავისუფლდებიან ხანდაზმული პატიმრები. ამნისტია არ შეეხება ტერორიზმის, ნარკოტიკების, ციხიდან გაქცევის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პატიმრებს.
ამნისტია ასევე არ შეეხებათ პირებს, რომლებიც დამნაშავედ აღიარეს წამებაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში.
პატიმრების გათავისუფლებისთვის ასეთი პატიმრების საქმეები სასამართლოებს გადაეცემა, რომლებიც, საქმის ამნისტიის პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამნისტია იმ პატიმრებს შეეხებათ, ვინც დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 50 წელს ზევით 1,9 ათასი პატიმარი იმყოფებოდა.