საქართველოში 155 პატიმარი შეიწყალეს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეწყალებულ პატიმართაგან 55-ს სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო დანარჩენები, რომელთა შორის რვა ქალია, უახლოეს დღეებში დატოვებენ საპატიმროებს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 155  მსჯავრდებული შეიწყალა. მათი დიდი ნაწილი დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე.
ციხეებს 105 პატიმარი დატოვებს, აქედან 8 ქალია. დანარჩენ შეწყალებულებს, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია, სასჯელის ვადა შეუმცირდათ, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

მარგველაშვილმა გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, რომელმაც 21-23 თებერვალს დაახლოებით 1.2 ათასი მსჯავრდებულის საქმეზე იმსჯელა.

ყველა ახალი ამბავი
0