რუსეთი საქართველოში არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის მზადაა

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშიკრემლის ხედი
კრემლის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები რუსეთისთვის საინტერესოა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის მზადაა, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში.

დღეს პრაღაში კარასინი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ხვდება. დიპლომატები საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმატის ფარგლებში ხვდებიან. 

„8 ოქტომბერი ძალიან საინტერესო დღეა ჩვენთვის. იმედი გვაქვს, რომ 8 ოქტომბერი ისეთი სენსაციური შედეგით არ დასრულდება, როგორს ბრიტანეთის რეფერენდუმი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის სიურპრიზები არ არსებობს. რუსეთი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის არის მზად“, — განაცხადა კარასინმა. მის სიტყვებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ციტირებს.

პრაღა - Sputnik საქართველო
დღეს პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაა დაგეგმილი

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხები განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0