ქართველ რაგბისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

© Сайт IRBრაგბი, ვასილ ლობჟანიძე
რაგბი, ვასილ ლობჟანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
U-20-ის შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს თბილისში გაიმართება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა რაგბიში ფრანგ თანატოლებთან თამაში 24:27 წააგო და ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა, იტყობინება IRB-ს ოფიციალური გვერდი. 

ფრანგებმა დამაჯერებლად ჩაატარეს შეხვედრის პირველი ნაწილი დე იგი ანგარიშით 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. ფრანგები მუდმივად უტევდნენ და 58-ე წუთზე უკვე 20:3-ს იგებდნენ. 

ქართველმა რაგბისტებმა ფიჯის გუნდი დაამარცხეს - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ფიჯის ნაკრები დაამარცხა

ამის შემდეგ ილია მაისურაძის აღსაზრდელები გამოფხიზლდნენ და შეძლეს სხვაობის შემცირება საჯარიმოს წყალობით. კიდევ ორი წარმატებული მცდელობა ოთარ გიორგაძისა და ლუკა გოგინავას ანგარიშზეა. ყველა საჯარიმო ზუსტად შეასრულა გელა აფრასიძემ მაგრამ საბოლოოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის რომ ფრანგებს დასწეოდნენ. 

U-20-ს მსოფლიო ჩემპიონები ინგლისელები გახდნენ, რომელთაც ფინალში ირლანდიის ნაკრებს 45:21 მოუგეს. 


ყველა ახალი ამბავი
0