თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენებით უზრუნველყვეს, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.
23 ივნისს კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. ამალი-დევდორაკის ხეობაში, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.