ჩრდილო ოსეთიდან საქართველოს საზღვრის გახსნას 200-მდე სატვირთო ელოდება

© NATIONAL ENVIRONMENTAL AGENCYღვარცოფი საქარტველოს სამხედრო გზაზე
ღვარცოფი საქარტველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანებს არ უშვებენ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135-ე კილომეტრზე ღვარცოფის წარმოქმნის გამო.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც ხუთშაბათს ღვარცოფის შედეგად ჩაიკეტა, 160-მდე სატვირთო ავტომანქანა ელოდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ავტომაგისტრალის გახსნას. 

ხუთშაბათს მცხეთა-სტეფანწმინდა- ლარსის 135-ე კილომეტრი ღვარცოფის შედეგად დაზიანდა. უკვე დაწყებულია გზის სარემონტო სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 20 დღეს გასტანს. პარასკევს ავტომაგისტრალის გახსნას 150-მდე სატვირთო ელოდებოდა. 

ღვარცოფი - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩარჩენილი მოსახლეობა ვერტმფრენებით გამოჰყავთ

„შაბათს 14:00 საათისათვის ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე 110 მძიმე სატვირთო ავტომანქანა და 110 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო დასახლებულ პუნქტ რედანტში 50 ავტომანქანა და 50 ადამიანი. არსებული ინფორმაციით ყველა ავტომანქანას აქვს საკმარისი საწვავი“, — ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო იტყობინება, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა დააზიანა საქართველოს სამხედრო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი. აღნიშნულის მიზეზი გახდა, მდინარე დევდორაკის კალაპოტში 2014 წლის 17 მაისს მ0ომხდარი სტიქიური პროცესების შედეგად დაგროვილი მყარი მასების დაძვრა. 


ყველა ახალი ამბავი
0