არქიდიაკონი: მსოფლიო პატრიარქი პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის

© REUTERS / Stefanos Rapanisბართოლომეოს I
ბართოლომეოს I - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოანე ქრისავგისის თქმით, პატრიარქ ბართოლომეოსს არავინ ზღუდავს და ის ღიად აკრიტიკებს ქვეყნებს, რომლებიც შეცდომებს უშვებენ.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. კონსტანტინეპოლის პატრიარქის, ბართოლომეოსის მრჩეველი არქიდიაკონი იოანე ქრისავგისი გამორიცხავს ხელისუფლების მხრივ მსოფლიო პატრიარქზე ზეწოლას.

დღეს კრეტაზე სრულიად მართლმადიდებელთა კრების მუშაობა დასრულდა, რომელსაც საქართველოს, რუსეთის, ბულგარეთისა და ანტიოქიის ეკლესიები არ ესწრებოდნენ რიგი გადაუჭრელი საკითხების გამო.

სამება - Sputnik საქართველო
პატრიარქი: ქართული ეკლესიის კრეტის კრებაზე დაუსწრებლობის მიზეზი პოლიტიკა არ არის

„მსოფლიო პატრიარქზე არცერთი მთავრობა არ ახდენს ზეწოლას. პირდად მე მჯერა, რომ ეს ერთადერთი ეკლესიაა, რომეილც წნეხს არ განიცდის“, — განაცხადა ქრისავგისმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

სააგენტოს რესპონდენტმა ასევე უარყო ზეწოლა თურქული მხარისგან და შეკითხვაზე, აქვს თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი, კატეგორიულად განაცხადა: „აბსულუტურად არანაირი!“

„ხედავთ, რომ პატრიარქ ბართოლომეოსს რამეში ზღუდავენ? არანაირად. პატრიარქი საუბრობს ღიად აკრიტიკებს როგორც თურქეთის, ისე ამერიკის მთავრობას, თუ ისინი შეცდომებს უშვებენ… არანაირი ზეწოლა არც თურქეთისა და არც საბერძნეთის მხრიდან არ არსებობს“, — ირწმუნება არქიდიაკონი.

შეგახსენებთ: სრულიად მართლმადიდებელთა კრება 50-ზე მეტი წლის განმავლობაში მზადდებოდა და ის ათასზე მეტი წლის მანძილზე მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა პირველი კრება უნდა გამხდარიყო, მაგრამ პროცედურის შესახებ შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0