თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ვაკის პარკში 25 ივნისს ასტრონომიის საღამო გაიმართება, დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, აღნიშნულია საქართველოს ასტრონომიის კლუბის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ღონისძიების ორგანიზატორები საღამოს მონაწილეებს სთხოვენ, ვაკის პარკში მიიტანონ ტელესკოპები ან სხვა მოწყობილობები, რომლებიც ციურ სხეულებზე დაკვირვებისთვის გამოდგება.
„თბილ, მეგობრულ, მეცნიერულ და ინტელექტუალურ გარემოში, ვაკვირდებით ვარსკვლავებს, პლანეტებს, მთვარეს და სხვა ციურ სხეულებს, ვსაუბრობთ ასტრონომიაზე, მეცნიერებაზე და სხვა ინტელექტუალურ თემებზე", — აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ღონისძიების მიზანი საქართველოს მოსახლეობის ასტრონომიით დაინტერესებაა.
ცუდი ამინდის შემთხვევაში, ასტრონომიის საღამო მომდევნო დღისთვის გადაიდება.