თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რუსული სპორტის ლეგენდებმა ალექსანდრე კარელინმა, სვეტლანა ხორკინამ და ალექსანდრე პოპოვმა დღეს თბილისში რეჟისორ არტიომ აქსენენკოს ფილმის „ჩემპიონები: სწრაფად. მაღლა. ძლიერად.“ პრეზენტაცია ჩაატარეს.
ფილმში სამი სპორტსმენის-ალექსანდრე კარელინის, სვეტლანა ხორკინას და ალექსანდრე პოპოვის-სპორტულ ოლიმპოზე ასვლის რეალური ისტორიებია მოთხრობილი, რომელთა საერთო ანგარიშზე ცხრა ოქროს ოლიმპიური მედალი და ათასზე მეტი გამარჯვებაა.
„ჩემი ისტორია ფილმში რეალურ მოვლენებს ეფუძნება, და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემ გუნდთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად ვიმყოფები თბილისში. მე ვიცი, რომ ამ ფილმს წარმატება უწერია, ისე როგორც გარდაუვალი იყო ჩვენი გამარჯვება ოლიმპიადაზე“,-თქვა ხორკინამ სურათის პრეზენტაციაზე.
ფილმის ჩვენება თბილისში ორგანიზებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის თანამონაწილეობით.
ალეასანდრე პოპოვი-ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ევროპის 21-გზის ჩემპიონი ცურვაში.
სვეტლანა ხორკინა-ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ორძელზე ვარჯიშში, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, მათ შორის სამჯერ აბსოლიტურ პირველობაში და ხუთჯერ ორძელზე ვარჯიშში, და ევროპის 13-გზის ჩემპიონი (სამჯერ აბსოლიტურ პირველობაში).
ალექსანდრე კარელინი-ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი, ევროპის 12-გზის ჩემპიონი. ამჟამად „ერთიანი რუსეთის“ პარტიიდან რუსეთის დუმის დეპუტატია.