თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პირველი ჯგუფის შეზღუდული შასაძლებლობის პირები 1 ივლისიდან გაზრდილ ყოველთვიურ ფულად დახმარებას მიიღებენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".
აქამდე შეზღუდული შასაძლებლობის პირები თვეში 160 ლარს (დაახლოებით 72 დოლარს) ღებულობდნენ, ივლისიდან ეს თანხა 180 ლარს შეადგენს (დაახლოებით 81 დოლარი).
საქართველოში შეზღუდული შასაძლებლობის 124,5 ათასი პირია დარეგისტრირებული, რომლებიც მთავრობისგან სოციალურ დახმარებას იღებენ.
მათგან 25,1 ათასზე მეტი ადამიანი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შასაძლებლობის მქონე პირია, ანუ პირველ ჯგუფში შედიან. 18 წელზე ასაკის ქვემოდ 9,5 ათასი პირია. ივლისიდან ისინიც მომატებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ.