თბილისში შშმ ბავშვებისთვის ოჯახური ტიპის სახლები გაიხსნება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბავშვი სპეციალურ ეტლში
ბავშვი სპეციალურ ეტლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახური ტიპის თითოეულ სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მაქსიმუმ ექვსი ბავშვი მიმღებ მშობელთან ერთად იცხოვრებს. მიმღებ მშობლებს მათთვის სახელმწიფო შეარჩევს. ამ სახლებში ცხოვრების პირობები ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. წლის ბოლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების წყალობით, თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის ოჯახური ტიპის სახლი გაიხსნება, აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამჟამად ნუცუბიძის ქუჩაზე ბავშვთა სახლში შშმ 59 ბავშვი ცხოვრობს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან ყველა აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფილი არიან.

ბვშვთა სახლს მას შემდეგ გააუქმებენ, რაც ბავშვებს ოჯახური ტიპის სახლებში გადაანაწილებენ. თითოეულ სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მაქსიმუმ ექვსი ბავშვი მიმღებ მშობელთან ერთად იცხოვრებს. მიმღებ მშობლებს მათთვის სახელმწიფო შეარჩევს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ასეთი ბავშვებისთვის საოჯახო მომსახურების ახალი ტიპის შეთავაზება, რომლის მთავარი დანიშნულება გახლავთ, რომ  ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოხდეს ამ ბავშვების მოვლა, რათა მათ შეიძინონ უნარ–ჩვევები, რომლებიც საზოგადოებაში ადაპტირებაში დაეხმარება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგზე.

გოგონა სპეციალური ეტლით - Sputnik საქართველო
საქართველოში თითქმის 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს

კიდევ ერთი ოჯახური ტიპის სახლი 2017 წელს გაიხსნება.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენაა, რომელთათვის მიუწვდომელია სხვადასხვა მომსახურება, ისინი ოჯახებმა მიატოვეს“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საშა გრაუმანმა.

შშმ ბავშვებისთვის ალტერნატიული მომსახურების შექმნაზე სახელმწიფო სტრუქქტურებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნეს–სექტორის წამომადგენლები იმუშავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0