თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზურაბ ხასია ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, გამთენიისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
მუცლის არეში მძიმედ დაჭრილი ზურაბ ხასია ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს დაჭრილი ხასიას ოჯახის წევრებს, ისინი საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სსსკ-ის 117-ე მუხლით აღძრა, რაც სხეულის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სოფო კაკაჩია