თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. წყალტუბოს პოლიციის უფროს რევაზ ქობულიას ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციისას, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.
რევაზ ქობულია იმ დროს დაიჭრა, როდესაც სხვა სამართალდამცავებთან ერთად დანაშაულში ეჭვმიტანილი თემურ გ.-სდაპატიმრებას ცდილობდა, რომელმაც შსს-ს ვერსიით, ოთხშაბათს, დილით პიროვნება დაჭრა. სწორედ მან გაისროლა წყალტუბოს პოლიციის უფროსის მისამართით.
ამ დროისათვის ეჭვმიტანილი და წყალტუბოს პოლიციის უფროსი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს.