ევრო 2016: ფლეი–ოფის ყველა მონაწილე გამოვლენილია

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიისლანდია-ავსტრია
ისლანდია-ავსტრია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასრულდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტური. ბოლო მატჩებმა, რომლებსაც დრამატიზმი არ აკლდა, არაერთი სენსაცია დაბადა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 16 უძლიერესი გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ფლეი–ოფში განაგრძობენ ბრძოლას.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში დასრულდა  ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტური.

ჩემპიონატის მე–13 დღეს „E“ და „F“ ჯგუფებში დრამატიზმით აღსავსე დასკვნითი თამაშები გაიმართა, რომლებმაც არაერთი სენსაცია დაბადა.

„F“ ჯგუფის ერთ–ერთი მოულოდნელობა ის იყო, რომ უნგრელები სამჯერ დაწინაურდნენ პორტუგალიელებთან შეხვედრაში, მაგრამ პორტუგალიელთა კაპიტანმს კრიშტიანუ რონალდუმ ორჯერ გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო შედეგი 3:3 დაფიქსირდა და პირველ ადგილზე გასული უნგრელები ფლეი–ოფში გადავიდნენ. 
პარალელურ მატჩში ისლანდიის ნაკრებმა ავსტრიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:1. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი გოლი ვიკინგების შთამომავლებმა 94–ე წუთზე გაიტანეს.

„Е“ ჯგუფშის თამაშებშიც ასევე მატჩის ბოლო წუთებზე გავიდა  გადამწყვეტი გოლები. რაჯა ნაიგოლანმა 85–ე წუთზე აიღო შვედეთის ნაკრების კარი და ბელგიის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. ეს თამაშში გატანილი ერთადერთი გოლი გამოდგა.

ფეხბურთი. ევრო 2016 - Sputnik საქართველო
ევრო 2016: ექსპერტთა მოსაზრებები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შესახებ

რაც შეეხება იტალია–ირლანდიის შეხვედრას, იტალიელების მეორე შემადგენლობამ ირლანდიელების წინააღმდეგ მატჩში მინიმალური ანგარიშით  — 0:1 დათმო. ერთადერთი გოლი, რომელიც იმავდროულად გამარჯვების მომტანი გამოდგა, 85–ე წუთზე გაიტანა რობერტ ბრედიმ.

საბოლოოდ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 24 გუნდიდან 16 შეირჩა, რომლებიც მერვედფინალში განაგრძობენ ბრძოლას.

ფლეი–ოფში საკუთარ ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები და აგრეთვე მესამე ადგილოსნებიდან შერჩეული ოთხი საუკეთესო გუნდი გადავიდნენ.

 ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები არიან: საფრანგეთის, უელსის, გერმანიის, ხორვატიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებები.

მეორე ადგილებზე გავიდნენ: შვეიცარიის, ინგლისის, პოლონეთის, ესპანეთის, ბელგიისა და ისლანდიის ნაკრებები.

მესამე ადგილზე გასულთა შორის საუკეთესო ოთხი გუნდია: სლოვაკეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ირლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები.

ამ მხრივ არ გაუმართლა თურქეთისა („D“ ჯგუფი) და ალბანეთის („А“ ჯგუფი) ნაკრებებს, რომლებმაც ფლეი–ოფში გადასვლა ვერ მოახერხეს.

25 ივნისს გასამართი თამაშები:

შვეიცარია — პოლონეთი

უელსი — ჩრდილოეთ ირლანდია

ხორვატია — პორტუგალია

26 ივნისს გასამართი თამაშები:

საფრანგეთი — ირლანდია

გერმანია — სლოვაკეთი

უნგრეთი — ბელგია

27 ივნისს გასამართი თამაშები:

იტალია –ესპანეთი

ინგლისი — ისლანდია

ყველა ახალი ამბავი
0