რუსეთის ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებლების სიის დასაზუსტებლად თათბირი ჩატარდება

© photo: Sputnik / Valery Shustov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს, პრაქტიკულად, საბოლოო სიას შევადგენთ და განსახილველად ხელმძღვანელობას წარვუდგენთ, განაცხადა ვასილი ლიხაჩევმა.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. რუსეთის ცესკო (ცენტრალური საარჩევნო კომისია) პარასკევს, 24 ივნისს, იმ ორგანიზაციების სიის დასაზუსტებლად, რომლებიც სახელმწიფო დუმის არჩევნებზე დამკვირვებლების სახით მოწვეული იქნებიან, უწყებათაშორის თათბირს გამართავს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცესკოს წევრმა ვასილი ლიხაჩევმა.

მანამდე ლიხაჩევმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დამკვირვებლის როლში მოწვეული არ იქნება და ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შენობა - Sputnik საქართველო
რუსეთის ცესკო არჩევნების შედეგებს 3 ოქტომბრამდე შეაჯამებს

 „პარასკევს ამ სიების დაზუსტების მიზნით უწყებათაშორის თათბირს ჩავატარებ… პარასკევს, პრაქტიკულად, საბოლოო სიას შევადგენთ და განსახილველად ხელმძღვანელობას წარვუდგენთ. სხდომას, ბუნებრივია, დაესწრებიან ფედერალური სათათბიროს, თავდაცვის სამინისტროს,  უშიშროების სამსახურისა და, რა თქმა უნდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები“, – განაცხადა ცესკოს წევრმა.

არჩევნები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 18 სექტემბერს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0