თბილისის ავტოპარკი გაზზე მომუშავე 200 ავტობუსით განახლდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოპარკის განახლებისათვის სასესხო თანხას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გამოყოფენ.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს 83 ხმით დაუჭირა მხარი საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“.

შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთვის გამოყოფს 27 მლნ ევროს ოდენობით სესხს, ხოლო გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი (ESP) 7 მლნ. ევროს ოდენობის გრანტს.

ავტობუსის ახალი გაჩერება - Sputnik საქართველო
თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე თანამედროვე კონსტრუქციები დაიდგმება

აღნიშნული თანხა ქალაქ თბილისის ავტობუსების პარკის განახლებისათვის გამოიყენება. დაგეგმილია დედაქალაქისთვის 200 გაზზე მომუშავე ავტობუსის შეძენა. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის.

ყველა ახალი ამბავი
0