თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისში 700 ახალი, თანამედროვე გაჩერება გაჩნდება, რომლებიც უნარშეზღუდულ პირებზეც იქნება მორგებული.
აუქციონში გამარჯვებული კომპანია გაჩერებებზე მსუბუქი კონსტრუქციების მონტაჟს ივნისის დასაწყისში შეუდგება. სამუშაოები მომავალი წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.
კონსტრუქციის სიგანე 1,3 მ იქნება, სიგრძე კი 3–დან 5 მეტრამდე. გაჩერებები LED-ეკრანებით იქნება აღჭურვილი, განაცხადეს თბილისის მერიის პრეს-სამსახურში.
2016 წლის ივლისში თბილისის მერია ასევე 200 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, რომელთა სიგრძე 12 მეტრი იქნება, ისინი ბუნებრივ აირზე იმუშავებენ.