სტამბულის მერია თბილისს საჩუქრად ავტობუსებს გადასცემს

© сайт мэрии Тбилисиდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი და სტამბული ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სტამბულის მერია, თურქეთის დედაქალაქში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, თბილისს ხუთ ავტობუსს აჩუქებს.

შეთანხმების თანახმად, თბილისი და სტამბული დაძმობილებული ქალაქები გახდნენ, აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

„სტამბულის გამოცდილება ჩვენთვის საინტერესოა, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ქალაქის განახლების კუთხით, ამიტომ ამ სფეროებშიც ძალიან აქტიური იქნება თანამშრომლობა“,  — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მხარეები ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარებაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. იგეგმება გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარება, ასევე ინვესტიციებისა და ფინანსების მოზიდვა.

თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
სტამბოლის მერის მრჩეველი თბილისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. ორი ქვეყნის მოქალაქეები გადაადგილების გამარტივებული რეჟიმით სარგებლობენ, საკმარისია მხოლოდ პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა.

თურქეთს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილი უკავია.

თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობამ 2016 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს მთლიანი იმპორტის მოცულობის 14,9% შეადგინა, ხოლო ექსპორტმა — მთლიანი ექსპორტის 10,6%.

ყველა ახალი ამბავი
0