მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტამბოლის მერის მრჩეველი თბილისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც საელჩოში აღნიშნეს, თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სტამბოლის მერის მრჩეველი ჰაკი თურუნჯი (Hakki Turunc)  საქართველოში თურქეთის ელჩ ზეკი ლევენთ გურმუქჩუსთან (Zeki Levent Gumrukcu) და თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად ხუთშაბათს, 18 ივნისს სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. 

როგორც საელჩოში აღნიშნეს, თურქული დელეგაციის წარმომადგენლები არსებული მდგომარეობით იმ მიზნით დაინტერესდნენ, რომ განსაზღვრონ, რა სახის დახმარება სჭირდება თბილისს.

”რა თქმა უნდა, საჭიროა ფინანსური დახმარება და ტექნიკით უზრუნველყოფა. აქ, როგორც ხედავთ, სპეციფიკური ტექნიკის გამოყენებაა საჭირო”, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გურმუქჩუმ.

სტამბოლის მერიის წარმომადგენლები ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ანგარიშს მოამზადებენ.

”მას შემდეგ რაც მოხდა, მოვიწვიე თურქი ბიზნესმენები, ერთად დავიწყეთ ფიქრი, რით შეგვეძლო თქვენი დახმარება. ასევე დავუკავშირდი სტამბოლს და წარმომადგენლები მოვიწვიე, რომ მათ თავად შეძლონ არსებული ვითარების შეფასება თუ რა სახის დახმარებაა საჭირო”, — აღნიშნა გურმუქჩუმ.

14 ივნისს, ღამით, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა, დაიტბორა ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, ”მზიური”, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, 3 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 


ყველა ახალი ამბავი
0