საქართველოში კლასიკურ გიტარაზე შემსრულებელთა კონკურსი ჩატარდება

გიტარა
გიტარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი, გამარჯვებულები ფულად პრიზებს მიიღებენ.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისში 8-9 ნოემბერს კლასიკურ გიტარაზე შემხრულებელთა რიგით მეოთხე კონკურსი ჩატარდება, და მასში ნებისმიერი ასაკის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე  დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

მონაწილეობის მისაღებად  განაცხადის შეტანა ყველა მსურველს 23 ივნისიდან 1 ნოემბრამდე შეუძლია.

კონკურსი ჩატარდება ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის კამერული ორკესტრის საკომცერტო დარბაზში. გამარჯვებულები 11 ნოებმერს გალა-კონცერტზე გამოვლინდებიან.

გიტარისტი - Sputnik საქართველო
თბილისში 25-26 ივნისს ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

გამარჯვებული 1000  ლარს მიიღებს, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები კი შესაბამისად 750  და 500 ლარს.

თავისი სპეციალური პრიზი საქართველოს კამერულმა ოკესტრმა „სიმფონიეტამ“ დააწესა. კერძოდ, ფინალური კონცერტის დროს ის აირჩევს მუსიკოსს, რომელთანაც ერთად წლის განმავლობაში რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს.

კონკურსის მიზანია საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0