თბილისში 25-26 ივნისს ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

გამოწერა
ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2007 წელს ვილნიუსში გაიმართა. მას შემდეგ იდეა ევროპის სხვა ქვეყნებმა აიტაცეს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისში 25-26 ივნისს ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება, რომელშიც ყოველწლიურად 600 ქართველი და უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში „ფეისბუქის“ გვერდზე.

ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება თბილისში 25 ივნისს 12 დან 23:00 საათამდე და 26 ივნისს — 14:00 —დან 22:00 საათამდე მთაწმინდის პარკში გაიმართება.

„ეს კარგი შანსია უცნობი მომღერლებისთვის გახდნენ ცნობილები და პროფესიონალი მუსიკოსებისთვის კი გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. ეს არის გარემო, სადაც მუსიკოსები ახორციელებენ თავიანთ იდეებს, ავლენენ გრძნობებს”, — აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

ქუჩის მუსიკის დღე, ტრადიციულად, მაისში იმართება, მაგრამ წელს მისი ჩატარება ივნისში გადაწყდა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმის ცენტრში „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნა

ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2007 წელს ვილნიუსში ჩატარდა. ის ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააწესა. 2009 წელს ღონისძიებამ მთელი ლიტვა მოიცვა, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

საქართველოში ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2012 წლის 19 მაისს აღნიშნეს. მაშინ მუსიკოსები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ღონისძიებას მამონტოვასიც ესწრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0